ვაკანსიის დეტალები

მორიგე რეგისტრატორი

წმინდა მიქაელის ჰოსპიტალი
თბილისი
ბოლო ვადა: 27.11.2026

წმინდა მიქაელის ჰოსპიტალი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე მორიგე რეგისტრატორი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

,,წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი’’ დაარსდა 1844 წელს და კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე სამკურნალო დაწესებულებაა. იგი წარმოადგენს ევროპის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის არის სტრატეგიული ობიექტი, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო, მულტიპროფილური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი თანამედროვე ჰოსპიტალი.

,,წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი’’ აცხადებს ვაკანსიას მორიგე რეგისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გ. ჟვანიას ქ. N15
დასახელება: მორიგე რეგისტრატორი
სამუშაო საათები: 24 სთ მორიგეობა, 4 დღეში ერთხელ

სამუშაო გამოცდილება:
  • პოზიციაზე განიხილებიან როგორც გამოცდილი, ასევე კარიერის საწყის ეტაპზე მყოფი კანდიდატები.

ჩვენ გთავაზობთ:
  • მეგობრულ გარემოს;
  • ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • თანამედროვე ელექტრონული სისტემებითა და პროგრამებით აღჭურვილ სამუშაო გარემოს;

ძირითადი მოვალეობები:
  • ჰოსპიტალში შემოსული პაციენტის მიღება, პროგრამაში და ჯანდაცვის პორტალზე რეგისტრირება;
  • შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება, პაციენტის ბარათის გახსნა/რედაქტირება და ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
  • მომსახურების პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური და სხვა ხარვეზების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება;
  • სამედიცინო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა და გადახდების უზრუნველყოფა;
  • შემოსულ ზარებზე დროული და კომპეტენტური პასუხი;
  • სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ან/და სტუდენტის აქტიური სტატუსი;
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
  • სასურველია მსგავსს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე B1, სასურველია რუსული ენის ფლობა სასაუბრო დონეზე;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@mikhailovi.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება — „მორიგე რეგისტრატორი“


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე