სასტუმრო შერატონ ბათუმი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე
მცხობელის დამხმარე — ბათუმი.
გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.
სასტუმრო შერატონ ბათუმი აცხადებს ვაკანსიას: Assistant Baker/მცხობელის დამხმარე
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ გახსნილია ვაკანსია მცხობელის დამხმრეს პოზიციაზე ადგილების რაოდენობა 2
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია სასტუმროს სფეროში;
პროფესიული განათლება კვებისა და სასმელების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესად);
ძირითადი მოვალეობები:
პურ-ფუნთუშეულის/კრუასანების ცხობა;
სურსათის უვნებლობის პარამეტრების მკაცრი დაცვა და კონტროლი;
ტექნიკის მოვლა, მათი გაუმართაობის შემთხვევაში მენეჯერის ან მისი ასისტენტის ინფორმირება;
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლიანი;
შრომისმოყვარე და მოწესრიგებული;
ენერგიული და დისციპლინირებული;
სასურველია ცხობის მიმართულებით სამუშაო გამოცდილების ქონა.
გთხოვთ გაითვალისწინოთ ვაკანტური ადგილი გულისხმობს ღამის 8 საათიან ცვლას.
სასტუმრო შერატონ ბათუმი, პირველი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო აჭარის რეგიონში, გაიხსნა 2010 წელს. ჩვენ ვართ პირველი ბრენდირებული სასტუმრო, რომელიც წარმოადგენს სტუმართ მასპინძლობის მაგალითს და დღემდე წარმატებით ოპერირებს შრომის ბაზარზე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: hr.sheratonbatumi@marriott.com ან მოხვიდეთ სასტუმროში (ბათუმი. შ. რუსთაველის 28) და ადგილზე შეავსოთ აპლიკაციის ფორმა.
აუცილებლად მიუთითეთ რა პოზიციაზე აკეთებთ განაცხადს.