პრემიუმ მოტორსი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე
მძღოლი — თბილისი.
გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.
კომპანია პრემიუმ მოტორსიაცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე
პოზიცია: მძღოლი კომპანია: პრემიუმ მოტორსი მდებარეობა: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. #132 ვებგვერდი: https://www.pmotors.ge/
კომპანიის შესახებ: პრემიუმ მოტორსი 15 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ავტოსერვისის ბაზარზე და ახორციელებს ავტომობილების შეკეთებას და აღდგენას. ბოლო 10 წლის განმავლობაში ვახორციელებთ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზიანის ექსპერტიზას, ნარჩენი ღირებულების დადგენას და აღდგენითი სამუშაოების სრულ კალკულაციას. ჩვენი გუნდი შედგება გამოცდილი ექსპერტ-შემფასებლებისა და მაღალკვალიფიციური ხელოსნებისგან, რომელთა ნაწილს 9 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. ვთანამშრომლობთ საქართველოს წამყვან სადაზღვევო კომპანიებთან ALDAGI, GPI Holding, Unison.
სამუშაო აღწერა:
შეძენილი პროდუქციის / სათადარიგო ნაწილებისა და მასალების კომპანიის ტერიტორიაზე მოტანა
მომწოდებლებთან / მაღაზიებთან მისვლა და შეკვეთილი პროდუქციის მიღება
ტვირთის უსაფრთხოდ და დროულად ტრანსპორტირება
შესყიდვების მენეჯერთან კოორდინირებული მუშაობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მართვის მოწმობა სავალდებულოა
მართვის გამოცდილება თბილისში
სასურველია ავტონაწილებში ერკვეოდეს
პასუხისმგებლიანობა და პუნქტუალურობა
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი პარასკევი 10:00-18:00, შაბათი 10:00-15:00
კომპანია უზრუნველყოფს საწვავით და მანქანით
ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილების შესაბამისად