ვაკანსიის დეტალები

მძღოლ-დისტრიბუტორი

მაისი
თბილისი
ბოლო ვადა: 06.11.2026

მაისი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე მძღოლ-დისტრიბუტორი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

იმპორტიორი კომპანია შპს „ჰილს8“ ეძებს პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ თანამშრომელს მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე. თანამშრომელი უზრუნველყოფს პროდუქციის დროულ და უსაფრთხო მიწოდებას მომხმარებლებისთვის.

სამუშაო პირობები
სამუშაო ადგილი: თბილისი, ალექსანდრე ქართველიშვილის №6
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 10:00–18:00
ანაზღაურება: 1 700 ლარი
სამივლინებო თანხა: დამატებით 30 ლარი ქალაქგარეთ გასვლისას
ავტომობილი: კომპანიის ავტომობილი
კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების ტრანსპორტირებას როგორც დილით — უახლოესი მეტროსადგურიდან ან გაჩერებიდან საწყობამდე, ისე საღამოს — საწყობიდან უახლოეს მეტროსადგურამდე ან გაჩერებამდე.

ძირითადი მოვალეობები
  • პროდუქციის მიწოდება მომხმარებლებთან შეთანხმებული მარშრუტისა და გრაფიკის მიხედვით;
  • მისაწოდებელი პროდუქციის რაოდენობის შემოწმება;
  • კომპანიის ავტომობილის სისუფთავის დაცვა და ტექნიკური გაუმართაობის დროული შეტყობინება;
  • მომხმარებლებთან თავაზიანი ურთიერთობა და საგზაო მოძრაობის წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • B კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა და ავტომობილის უსაფრთხოდ მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და სამუშაოს ორგანიზების უნარი;
  • პროდუქციის მიმართ ყურადღება და ფრთხილი მოპყრობა;
  • მომხმარებლებთან კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.

განაცხადის გამოგზავნა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: hills8sales@gmail.com
CV-ში ფოტოსურათის არსებობა აუცილებელია.
წერილის სათაურში მიუთითეთ „მძღოლ-დისტრიბუტორი“.



სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე