კომპანია "სმოტორს"- ი 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, იმპორტსა და რეალიზაციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს:
https://www.smotors.ge/"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!
სამუშაოს მოკლე აღწერა:
- აქტიური სატელეფონო ზარების განხორციელება არსებულ კლიენტთა ბაზებთან;
- სატელეფონო შეკვეთების მიღება, გაფორმება, ფასებისა და მიწოდების პირობების შეთანხმება.
- პოტენციური კლიენტების მოთხოვნილებებისა და ინტერესების გამოვლენა და შესაბამისი შეთავაზების წარდგენა;
- ახალი კლიენტების მოძიება, გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სატელეფონო გაყიდვების ან ქოლ-ცენტრში მუშაობის გამოცდილება
- გამართული და არგუმენტირებული საუბრის უნარი ქართულ ენაზე
- რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
- მზარდ კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
- სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.
- ანაზღაურება - ფიქსირებული
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე:
cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.
კომპანია „სმოტორს“-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!