ვაკანსიის დეტალები

ოფისის ადმინისტრატორი

ჰელიოს შიფფინგ
ბათუმი
ბოლო ვადა: 26.11.2026

ჰელიოს შიფფინგ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე ოფისის ადმინისტრატორი — ბათუმი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

ჰელიოს შიფფინგ ახცადებს ვაკანსიას პოზიციაზე : ადმინისტრატორი საკრუინგო კომპანიაში

ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ დმინისტრატორს, რომელიც უზრუნველყოფს ოფისის ყოველდღიური საქმიანობის მხარდაჭერას და დაეხმარება გუნდს მეზღვაურებთან დაკავშირებული ძირითადი ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებაში.

მოვალეობები:
  • ოფისის ადმინისტრირება
  • ოფისის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და საჭირო მასალების მარაგების კონტროლი.
  • შემოსული ზარების, ელფოსტისა და კორესპონდენციის მართვა.
  • ოფისში სისუფთავის შენარჩუნების კონტროლი (არ იგულისხმება ოფისის დალაგება, იგულისხმება ყოველდღიურად ნაგვის გატანა)
  • სტუმრების მიღება, მომსახურება და ადმინისტრაციულ საკითხებში დახმარება.
  • ოფისის დოკუმენტების მოწესრიგება და შენახვა.
  • ხელმძღვანელობის დახმარება ყოველდღიური ადმინისტრაციული დავალებების შესრულებაში.
  • მეზღვაურთა დასაქმების პროცესის მხარდაჭერა
  • მეზღვაურების დოკუმენტების შეგროვებასა და მოწესრიგებაში დახმარება.
  • ეკიპაჟის მონაცემების შენარჩუნებასა და განახლებაში დახმარება.
  • საჭიროების შემთხვევაში მეზღვაურთა დასაქმების გუნდთან დაკავშირებული ძირითადი ადმინისტრაციული მხარდაჭერის გაწევა.

მოთხოვნები
  • ინგლისური ენის ცოდნა — B2 დონე.
  • Microsoft Officeის პროგრამების ცოდნა.
  • ორგანიზებულობისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები.
  • ოფისის ადმინისტრირების წინა გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • საზღვაო ან მეზღვაურთა დასაქმების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო გრაფიკი
  • ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00–19:00 საათამდე, ერთსაათიანი შესვენებით.
მისამართი
  • ბათუმი, ქვედა სალიბაური, მე5 ქუჩა, №1.

ტრანსპორტირება
  • კომპანია უზრუნველყოფს ყოველდღიურ ტრანსპორტირებას დანიშნული შეკრების ადგილიდან ოფისამდე და სამუშაო დღის დასრულების შემდეგ უკან.

დამატებითი ბენეფიტები
  • კორპორაციული SIMბარათი და მობილური კავშირის ხარჯების დაფარვა.
  • ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსება.

დასაქმების უფლება
განაცხადის გაკეთება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში მუშაობის კანონიერი უფლება აქვთ.

როგორ გამოაგზავნოთ განაცხადი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელფოსტებზე: office@hncrewing.com
ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ: „Administrator"


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე