დაცვის კომპანია ალგანი დაარსდა 2004 წელს, ამბიციური ხედვით, თანმიმდევრული პოლიტიკითა და საქმის პროფესიონალიზმით კომპანია მალევე გახდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ბაზრის ლიდერი საქართველოში. დღეს ალგანის პორთფოლიო 10,000-ზე მეტ ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1500-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით
დაცვის კომპანია
„ალგანში“ ვაცხადებთ ვაკანსიას
ოფის-მენეჯერის პოზიციაზე .
სამუშაო ადგილი: გ. სააკაძის II გასასვლელი №8
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 გრაფიკი: კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: 1500 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
- დოკუმენტაციის მოწესრიგება და წარმოება;
- შემოსული ზარებისა და კომუნიკაციების მართვა;
- თანამშრომლებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია;
- ოფისის ორგანიზაციულ საკითხებზე ზრუნვა.
მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და კომუნიკაბელურობა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.