Lupa აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე
ოფისის მენეჯერი/ასისტენტი — თბილისი.
გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.
უძრავი ქონების კომპანია „ლუპა“ აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის/ასისტენტის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
ქართული ენის ცოდნა;
გამართული მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარი;
სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა; სასურველია რუსული ენის ცოდნა;
საოფისე პროგრამების ცოდნა;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
გუნდური მუშაობის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის მართვა-ადმინისტრირება;
კომპანიის ელ-ფოსტასა და სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა - ოპერატიული რეაგირება;
ოფისში დაგეგმილი შეხვედრების, პრეზენტაციების, გასაუბრებების ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
ოფისის სამუშაო პირობებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა (ტექნიკური, სამეურნეო, საკანცელარიო, შრომის უსაფრთხოების თუ სხვა საკითხების, მათ შორის დასუფთავებისა და ინვენტარის კონტროლი);
გასაუბრებების ჩანიშვნა კანდიდატებთან და აუცილებელი დოკუმენტაციის შეგროვება;
სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ. 09:30-18:30 სთ-მდე (1 სთ. შესვენება).