ვაკანსიის დეტალები

პირადი მძღოლი

რუსთავის ფოლადი
რუსთავი
ბოლო ვადა: 18.12.2026

რუსთავის ფოლადი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე პირადი მძღოლი — რუსთავი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

შპს „რუსთავის ფოლადი“, რომელიც 1948 წელს დაარსებული რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ბაზაზე შექიმნა 2011 წელს და დღეისათვის აწარმოებს მრავალი სახის პროდუქტს: ფიტინგები, უჟანგავი მილები, კვადრატული ნაწარმი, რკინის ჩამოსხმა, ლითონის კონსტრუქციები და ა.შ. აცხადებს ვაკანსიას „პირადი მძღოლის“ პოზიციაზე, ქალაქ რუსთავში.

სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გაგარინის ქ. №12
დასაქმება: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი
ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:
  • დამსაქმებლის დროული და უსაფრთხო გადაადგილება დაგეგმილი მარშრუტების მიხედვით.
  • ავტომობილის ტექნიკური გამართულობის მონიტორინგი (სამუხრუჭე სისტემა, საჭის მექანიზმი, განათების ხელსაწყოები, საბურავების მდგომარეობა, ზეთისა და ტექნიკური სითხეების დონე);
  • ავტომობილის სისუფთავის კონტროლი და უზრუნველყოფა (როგორც სალონის, ისე ძარის);
  • გეგმური ტექნიკური მომსახურების (ზეთის, ფილტრების შეცვლა), ტექდათვალიერებისა და დაზღვევის ვადების კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა დავალებების შესრულება (დოკუმენტების მიტანა და ა.შ.)
  • გამონაკლის შემთხვევებში ხელმძღვანელის ღამის საათებში გადაადგილება;
  • კონფიდენციალურობა: სამსახურებრივი ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის მკაცრი დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია);
  • მინიმუმ 5-წლიანი უავარიო მართვის გამოცდილება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების მინიმალურ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
  • პუნქტუალურობა

შეღავათები:
  • კორპორატიული დაზღვევა;
  • კვება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ ელ-ფოსტაზე: hr@rustavisteel.ge ან დაგვიკავშირდეთ მითითებულ ტელეფონზე: +995 577 177 900. ელექტრონული წერილის თემაში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „პირადი მძღოლი“.


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე