ელიტფუდი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე პრისეილერი — ქუთაისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.
ვაკანსია: გამოცდილი პრისეილერი (საკუთარი ავტომობილით)
📍 ლოკაცია: ქუთაისი და იმერეთის რეგიონი
ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანია „ელიტფუდი“ გუნდში იწვევს გამოცდილ პრისეილერს, ვისაც სურს სტაბილური და მზარდი შემოსავალი აქტიურ, შედეგზე ორიენტირებულ გარემოში.
რას გააკეთებთ:
გაწერილი მარშრუტით შეხვდებით სავაჭრო ობიექტებს ქუთაისსა და იმერეთში;
წარადგენთ ჩვენი ნახევარფაბრიკატების სრულ ასორტიმენტს და მიიღებთ შეკვეთებს;
გააფართოებთ ქსელს, შეინარჩუნებთ პარტნიორებთან ურთიერთობას და გააკონტროლებთ დებიტორულ დავალიანებას.
რას ვითხოვთ:
მინიმუმ 1 წლიან გამოცდილებას პრისეილერად ან გაყიდვების აგენტად (სასურსათო სექტორში გამოცდილება ჩაითვლება პლუსად);
უძრავი ან მოძრავი ქონებით უზრუნველყოფა აუცილებელია
საკუთარ მსუბუქ ავტომობილს (სასურველია ეკონომიური ან გაზზე) და B კატეგორიის მართვის მოწმობას;
ქუთაისისა და იმერეთის სავაჭრო ქსელების კარგ ცოდნას;
კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და პასუხისმგებლობის მაღალ უნარს.
რას გთავაზობთ:
ანაზღაურება: 1800-დან 2450 ლარამდე (ფიქსირებული + გეგმებზე მიბმული ბონუსი);
საწვავის ლიმიტის ანაზღაურებას
გრაფიკი: ორშაბათი–შაბათი, 09:00–18:00.
📩 CV გამოგვიგზავნეთ: elitefood222@gmail.com (სათაურში მიუთითეთ: „პრისეილერი - იმერეთი“)
📞 ან დაგვიკავშირდით: 571 571 010