ვაკანსიის დეტალები

პრისეილერი

მალიადი მოტორსი
თბილისი
ბოლო ვადა: 16.12.2026

მალიადი მოტორსი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე პრისეილერი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

კომპანია მალიადი მოტორსი აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე თბილისის არეალში.

ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელსაც სურს პროფესიული განვითარება .

ძირითადი მოთხოვნები:
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება შესაბამის სფეროში გამოცდილ კანდიდატებს;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • მექანიკური გადაცემათა კოლოფის მართვის ცოდნა და გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების უნარი;
  • აქტიური და შედეგზე ორიენტირებული სამუშაო მიდგომა.

ძირითადი სამუშაო მოვალეობები:
  • სავაჭრო ობიექტებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება;
  • პროდუქციის პრეზენტაცია და არსებული ასორტიმენტის სრულყოფილი ცოდნა;
  • დებიტორული დავალიანებების კონტროლი და მართვა;
  • გაყიდვების ზრდაზე აქტიური მუშაობა;
  • გაყიდვების გეგმების შესრულება და შედეგების გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო არეალი: თბილისი;
  • გადაადგილება კომპანიის ბრენდირებული ავტომობილით;
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, საჭიროების შემთხვევაში – 6 დღე.

ანაზღაურება:
  • ფიქსირებული ხელფასი – 2,000 ლარიდან;
  • დამატებითი ბონუსი გაყიდვების შედეგების მიხედვით;
  • ფიქსირებული ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების, ცოდნისა და სამუშაოსადმი დამოკიდებულების გათვალისწინებით.

განაცხადის გამოგზავნა:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info.maliadimotors@gmail.com
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 27.11.2026


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე