ვაკანსიის დეტალები

პროდუქტებისა და წარმოების ტექნოლოგიების ტრენერი

ელთიბი
თბილისი
ბოლო ვადა: 17.11.2026

ელთიბი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე პროდუქტებისა და წარმოების ტექნოლოგიების ტრენერი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

კომპანია „ელთიბი'' აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: პროდუქტებისა და წარმოების ტექნოლოგიების ტრენერი.

თუ ავეჯის წარმოებაში წლები დაგიგროვდა, ახლა დროა, გამოცდილებაც დააფასო.
შენ უკვე იცი, როგორ იქმნება ავეჯი. ჩვენთან გაიგებ კიდევ უფრო მეტს — მასალებზე, ფურნიტურაზე, ტექნოლოგიებსა და საერთაშორისო ბრენდებზე.
ისწავლი. გამოცდი. შეადარებ და მერე შენს ცოდნას სხვებს გაუზიარებ — გუნდს, მომხმარებლებსა და დამწყებ სპეციალისტებს.

რას გააკეთებ:
  • ავეჯის მასალების, ფურნიტურისა და აქსესუარების ტექნიკური შესწავლა და ტესტირება
  • გუნდის, კლიენტებისა და დამწყები სპეციალისტების ტრენინგი და ვორქშოფების ჩატარება
  • უცხოელ მომწოდებლებთან ტექნიკურ საკითხებზე კომუნიკაცია
  • ახალი პროდუქტებისა და ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის სისტემატიზაცია და გუნდისთვის გაზიარება
  • სუფთა, საოფისე გარემო. შენი გამოცდილება კი — მთავარი სამუშაო ინსტრუმენტი.

აუცილებელია:
  • ავეჯის წარმოებაში პრაქტიკული გამოცდილება
  • ტექნიკური აზროვნება
  • ინგლისური ან რუსული ენის კარგი ცოდნა (B2 დონე)

ანაზღაურება: 1600 ლარი (ხელზე ასაღები)

გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) მისამართზე: vacancy@ltb.ge
წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ: ტექნოლოგიების ტრენერი


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე