ვაკანსიის დეტალები
პროდუქტის მენეჯერი
საქართველოში Alpen Pharma AG-ის წარმომადგენლობითი ოფისი
შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია Alpen Pharma AG-ის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო ადგილი: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
სავალდებულო სამუშაო გამოცდილება: 2 + წელი
მოვალეობები:
- ფარმაცევტული ბაზრის, სეგმენტის, კონკურენტების ანალიზი;
- მედიკამენტების საბითუმო და საცალო დისტრიბუციის ანალიზი;
- მედიკამენტების პოპულარიზაციის სტრატეგიებისა და ტაქტიკის შემუშავება და განხორციელება;
- მედიკამენტების პოპულარიზაციის აქტივობების ეფექტურობის დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი;
- სარეკლამო ბიუჯეტების დაგეგმვა და კონტროლი;
- გაყიდვების პროგნოზირება;
- კომპანიის ყველა კატეგორიის ბიზნეს პარტნიორთან და პროდუქტების მომხმარებლებთან ურთიერთქმედების სქემების შემუშავება, როგორც მედიკამენტების პოპულარიზაციის საერთო სტრატეგიის ნაწილი;
- საკვანძო კლიენტებთან ურთიერთობა;
- კონგრესებზე, კონფერენციებზე და ა.შ. მონაწილეობისა და მუშაობის ორგანიზების დაგეგმვა;
- რეგიონული სამსახურის თანამშრომლებისთვის პროდუქტის ტრენინგის მომზადება და ჩატარება;
- პროდუქტების პოპულარიზაციის დადგენილი გეგმების შესრულების მონიტორინგი;
მოთხოვნები:
- განათლება: უმაღლესი სამედიცინო, უპირატესობად ჩაითვლება დამატებითი მარკეტინგული განათლება;
- აუცილებელია ფარმაცევტულ ბიზნესში პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე 2 წლიანი გამოცდილება;
- მარკეტინგული გეგმების წერისა და განხორციელების გამოცდილება;
- სარეკლამო ბიუჯეტის დაგეგმვის, განხორციელებისა და კონტროლის გამოცდილება;
- პრეზენტაციის უნარები, ანალიტიკური უნარები, მოლაპარაკების უნარები;
- კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა, შედეგებზე ორიენტირებულობა, მენეჯერული კომპეტენციები;
- რუსული ენის ცოდნა აუცილებელია (B2)
- ინგლისური ენის ცოდნა B1)).
- საოფისე პროგრამები (word, Excel, power point)ავტომობილის მართვა (აუცილებელია);
პირობები:
- კონკურენტუნარიანი ხელფასი (განხილული იქნება შერჩევის მეორე ეტაპზე);
- კორპორატიული კომუნიკაციები;
- ჯანმრთელობვის დაზღვევა;
- კორპორატიული ავტომობილი.