ვაკანსიის დეტალები

პროექტების მენეჯერი

ალუმაქსი 25
თბილისი
ბოლო ვადა: 07.11.2026

ალუმაქსი 25 აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე პროექტების მენეჯერი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

შპს „ალუმაქსი 25“ - ალუმინის კარ-ფანჯრის, კარებებისა და სლაიდინგ სისტემების მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელიც შეძლებს პროექტის სრულად მართვას - კლიენტთან პირველი კომუნიკაციიდან წარმოებასა და საბოლოო ჩაბარებამდე.

ძირითადი მოვალეობები:
  • კლიენტებთან კომუნიკაცია და მათი მოთხოვნების განსაზღვრა;
  • ობიექტის დათვალიერება და საჭირო ზომებისა და ტექნიკური ინფორმაციის შეგროვება;
  • პროექტის ტექნიკური დავალების მომზადება;
  • ალუმინის კარ-ფანჯრისა და სლაიდინგ სისტემების კონფიგურაციის განსაზღვრა;
  • კომერციული შეთავაზების მომზადებაში მონაწილეობა;
  • პროექტის წარმოებისთვის გადაცემა და წარმოების პროცესის კონტროლი;
  • წარმოების, ტრანსპორტირებისა და მონტაჟის ვადების დაგეგმვა;
  • სხვადასხვა დეპარტამენტისა და თანამშრომლის საქმიანობის კოორდინაცია;
  • კლიენტისთვის პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • პრობლემური საკითხების დროული იდენტიფიცირება და მათი გადაწყვეტის ორგანიზება;
  • დასრულებული პროექტის კლიენტისთვის ჩაბარების პროცესის მართვა;
  • პროექტის დოკუმენტაციისა და სამუშაო სტატუსების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • პროექტების მენეჯერის, გაყიდვების მენეჯერის, სამშენებლო ან საწარმოო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ტექნიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კარგი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის მართვისა და რამდენიმე პროექტის პარალელურად მართვის უნარი;
  • MS Office-ის ცოდნა.

ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV: info@alumax.com.ge
საკონტაქტო პირი: +995 577 430 154 | გიორგი


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე