ვაკანსიის დეტალები

პროვაიდერებთან ურთიერთობის მენეჯერი

ემერჯენსი სერვისი
თბილისი
ბოლო ვადა: 15.12.2026

ემერჯენსი სერვისი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე პროვაიდერებთან ურთიერთობის მენეჯერი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

ემერჯენსი სერვისი ეძებს კომუნიკაბელურ, ორგანიზებულ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს პროვაიდერებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები
  • სამედიცინო პროვაიდერებთან ურთიერთობის დამყარება და განვითარება;
  • პარტნიორ კლინიკებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობა;
  • ახალი პარტნიორების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება;
  • თანამშრომლობის პირობებისა და ხელშეკრულებების შეთანხმება;
  • არსებული პარტნიორული ურთიერთობების მართვა;
  • პროვაიდერებთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია და დროული გადაწყვეტა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება;
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სამედიცინო სფეროში ან პროვაიდერებთან ურთიერთობის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • სასურველია სამედიცინო განათლება

ჩვენ გთავაზობთ
  • პროფესიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას (შეთანხმებით).

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV info@ers.ge
2026 წლის 15 დეკემბრამდე.


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე