ვაკანსიის დეტალები

პრომო აგენტი

სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი ლამინარტი
თბილისი
ბოლო ვადა: 14.11.2026

სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი ლამინარტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე პრომო აგენტი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

კომპანია ლამინარტი აცხადებს ვაკანსიას პრომო აგენტი პოზიციაზე

შემოგვიერთდი „ლამინარტის“ გუნდში!

შპს „ლამინარტი“, კედლის დეკორატიული პანელების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დისტრიბუტორი, ეძებს ენერგიულ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს ჰიპერმარკეტ „გორგიაში“, დიდუბის ფილიალში დეკორატიული პანელების სტენდთან სამუშაოდ.

თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და გაყიდვების სფეროში განვითარება გსურს, ეს შესაძლებლობა შენთვისაა!

სამუშაო პირობები:
  • ფიქსირებული ხელფასი
  • დამატებითი ბონუსები გაყიდვების მიხედვით
  • უფასო კვება

სამუშაო ადგილი: ჰიპერმარკეტი „გორგია“
გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 10:00–18:00

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდი: lado.qavtaradze@yahoo.com


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე