ვაკანსიის დეტალები

პრომო - კონსულტანტი

მარშე
თბილისი
ბოლო ვადა: 11.11.2026

მარშე აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე პრომო - კონსულტანტი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

"მარშე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე კვებითი პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს . ამ ეტაპზე წარმოების ოთხი ძირითადი მიმართულება გვაქვს : ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული, ხორცპროდუქტები და თევზეული. მარშე აქტიურად არის წარმოდგენილი B2B ბაზარზე, ასევე აქტიურად ავითარებს საცალო ვაჭრობის მიმართულებას.

„მარშე“ აცხადებს ვაკანსიას ქალაქ თბილისში პოზიციაზე: „პრომო - კონსულტანტი“ .
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე კვირაში, 40 სთ (11:00 – 20:00) დასვენების დღეები: კვირა, ორშაბათი
ანაზღაურება: 1200 ₾
ადგილმდებარეობა: დიდი დიღმის გუდვილის ფილიალი

ძირითადი მოვალეობები:
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის სრულფასოვანი წარმოდგენა და მომხმარებლების კონსულტაცია;
  • ბრენდის ცნობადობისა და გაყიდვების სტიმულირება (პრომო აქტივობების, დეგუსტაციებისა და შეთავაზებების გზით);
  • პროდუქციის თაროებზე სწორად განთავსება, ვიზუალური სტანდარტების დაცვა და SKU-ების კონტროლი;
  • მარაგების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთის რეკომენდაცია;
  • POS მასალების (პლაკატები, სტიკერები, სტენდები და ა.შ.) მონტაჟი და მოწესრიგება;
  • მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება და მენეჯმენტისთვის დროული მიწოდება;
  • კონკურენტული პროდუქციისა და აქტივობების მონიტორინგი;
  • ყოველდღიური/კვირეული რეპორტინგი შესრულებული სამუშაოს შესახებ.

ძირითადი მოთხოვნები:
  • კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა;
  • ქართულ ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • სასურველია(არასავალდებულო) ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@marshe.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „კონსულტანტი“.



სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე