ვაკანსიის დეტალები

რეზერვაციების მენეჯერის ასისტენტი

Georgia Destination Management
თბილისი
ბოლო ვადა: 07.11.2026

Georgia Destination Management აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე რეზერვაციების მენეჯერის ასისტენტი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

სს “ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი“, რომელიც შემომყვანი ტურიზმით არის დაკავებული და პარტნიორი კომპანიები ჰყავს „გალფი“-სა და „დე სე თე“-ს ქვეყნებში, აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სამუშაო პირობები:
  • აუცილებელი მოთხოვნაა რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა, (როგორც სასაუბრო ისე წერითი უნარები)
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office: Word; Excel; PowerPoint; Outlook).
  • სამუშაო დრო: 10:00 -18:00 მდე ორშაბათიდან -პარასკევის ჩათვლით;
  • შრომის ანაზღაურება -1500 ლარი (NET) და ბონუსი; (კანდიდატები განიხილებიან ტურიზმის / სასტუმროს გამოცდილებით)

მოვალეობები:
  • უცხოელ და ადგილობრივ პარტნიორებთან პროფესიონალური კომუნიკაცია ელფოსტისა და სხვა არხების საშუალებით — თანამშრომლობა ტურისტული შეთავაზებების, ფასების და ხელშეკრულების პირობების შესათანხმებლად.
  • სასტუმროებთან და სხვა მომსახურების მომწოდებლებთან მუდმივი კავშირი — ჯავშნების გაკეთება, დადასტურება, ცვლილებების ან გაუქმებების მართვა.
  • სხვადასხვა კატეგორიის ტურისტებისთვის (ჯგუფური) საინტერესო და კონკურენტუნარიანი ტურისტული პაკეტების შედგენა და შეთავაზება.
  • რეზერვაციების მართვა: მიღებული ჯავშნების ზუსტი და დროული დაფიქსირება სარეზერვაციო სისტემაში, მონაცემების განახლება და კონტროლი.
  • საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობა შიდა ან საერთაშორისო მივლინებებში, კომპანიის წარმომადგენლად შეხვედრებსა და ღონისძიებებზე.

საჭირო უნარები:
  • კარგი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი,
  • პრობლემური საკითხების პროფესიონალურად მოგვარების უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოება სასურველი შედეგის მისაღწევად;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: HR@GDM.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - “რეზერვაციების მენეჯერის ასისტენტი”

გისურვებთ წარმატებას!


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე