MTG აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე
რეკრუტერი — თბილისი.
გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.
MTG აცხადებს ვაკანსიას რეკრუტერის პოზიციაზე.
2019 წლიდან ჩვენი კომპანია აქტიურად ვითარდება აშშ-ის ბაზარზე, მუდმივად იზრდება და ეძებს მოტივირებულ და პასუხისმგებლიან გუნდის წევრებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც მომხმარებლების, ასევე თანამშრომლების კმაყოფილება, რაც ქმნის კარგ სამუშაო გარემოს და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი – პარასკევი სამუშაო საათები: 16:00 – 01:00 ხელფასი: 1800 ლარი ფიქსირებული + საბონუსე სისტემა
ძირითადი პასუხისმგებლობები:
კომუნიკაცია უცხოელ კანდიდატებთან და მომხმარებლებთან;
აქტიური წერილობითი და სატელეფონო კომუნიკაცია;
კანდიდატების მოძიება და შერჩევის პროცესში მონაწილეობა;
კანდიდატებთან შემდგომი კომუნიკაცია და ინფორმაციის განახლება;
რეკრუტინგის პროცესთან დაკავშირებული ყოველდღიური დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე — საუბარი, წერა და კითხვა;
ზოგადი კომპიუტერული ცოდნა;
კომუნიკაციის კარგი უნარები;
გამოცდილება რეკრუტინგის ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.
თვისებები, რომლებსაც ჩვენ ვეძებთ:
პუნქტუალურობა;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
დროის ეფექტურად მართვის უნარი;
ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.
თუ დაინტერესებული ხართ აღნიშნული ვაკანსიით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@mtlfreight.com
ელფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „რეკრუტერი“.