ვაკანსიის დეტალები

რესტორნის პრომოუტერი

Grape Wine And Kitchen
თბილისი
ბოლო ვადა: 19.11.2026

Grape Wine And Kitchen აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე რესტორნის პრომოუტერი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

რესტორანი Grape Wine & Kitchen ეძებს აქტიურ და კომუნიკაბელურ პრომოუტერს ტურისტების მოსაზიდად.

სამუშაო მოვალეობები:
  • თბილისის ძველ/ტურისტულად აქტიურ უბნებში ტურისტებთან კომუნიკაცია და რესტორანში სტუმრობის შეთავაზება;
  • ტურისტებისთვის რესტორნის, მენიუსა და შეთავაზებების გაცნობა;
  • სარეკლამო მასალების (ფლაერების) დარიგება ტურისტებისა და გიდებისთვის;
  • რესტორნის რეკომენდაცია პოტენციური სტუმრებისთვის და ახალი სტუმრების მოზიდვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა — აუცილებელი მოთხოვნა;
  • კომუნიკაბელურობა და ტურისტებთან ურთიერთობის უნარი;
  • აქტიურობა, ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და თავაზიანობა.

სამუშაო პირობები:
  • მუშაობის ფორმატი: დისტანციური, ქალაქის სხვადასხვა ტურისტულად აქტიურ ლოკაციაზე;
  • სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით;
  • ანაზღაურება: მოყვანილი თითოეული სტუმრის ჩეკის თანხის 10%.

თუ ხართ კომუნიკაბელური, გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა და შეგიძლიათ ტურისტების დაინტერესება, მოხარული ვიქნებით თქვენი გამოხმაურებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ მოკლე ინფორმაცია თქვენს შესახებ ელ. მისამართზე: hr.gwhouse@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 591 88 44 72

გისურვებთ წარმატებას!


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე