ვაკანსიის დეტალები

რესტორნის სუპერვაიზერი

Best Western Premier Batumi
ბათუმი
ბოლო ვადა: 13.11.2026

Best Western Premier Batumi აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე რესტორნის სუპერვაიზერი — ბათუმი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

Best Western Premier Batumi აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: რესტორნის სუპერვაიზერი

მოვალეობები:
  • აცნობს შინაგანაწესსა და უფლება-მოვალეობებს დაქირავებულ თანამშრომელს
  • უზრუნველყოფს კადრის სამუშაო ცოდნის მუდმივ გაღრმავებას (ტრენინგის ჩატარება)
  • ატარებს ბრიფინგს ცვლის დასაწყისში
  • ემსახურება სტუმარს განსაკუთრებულ შემთხვევაში.
  • აკონტროლებს აღრიცხვიანობის სისტემის გამართულ მუშაობას
  • აკეთებს დღიურ ბალანსსა და ინკასაციას
  • აკონტროლებს პროდუქტის და სამეურნეო ინვენტარის აღწერას
  • აწარმოებს დაზიანებული ქონების აღრიცხვას
  • აკონტროლებს მატერიალური და ტექნიკური საშუალებების მოხმარებას
  • ადგილზე აკონტროლებს მომსახურების სტანდარტს
  • აკონტროლებს კერძების და სასმელების სერვისს დადგენილი ნორმების მიხედვით
  • აკონტროლებს ობიექტის მზაობას სტუმრის მისაღებად
  • მონიტორინგს უწევს სტუმრის აზრს

პირობები:
  • გრაფიკი 5/2
  • ანაზღაურება 1250 (ზამთრის სეზონზე)

გთავაზობთ:
  • კვება
  • დაზღვევა

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@bwpremierbatumi.ge


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე