ვაკანსიის დეტალები

რკინის ნაკეთობებისა და კონსტრუქციების წარმოებისა და მონტაჟის მენეჯერი

AWARD
თბილისი
ბოლო ვადა: 25.11.2026

AWARD აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე რკინის ნაკეთობებისა და კონსტრუქციების წარმოებისა და მონტაჟის მენეჯერი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

AWARD აცხადებს ვაკანსიას რკინის ნაკეთობებისა და კონსტრუქციების წარმოებისა და მონტაჟის მენეჯერის პოზიციაზე

სამშენებლო კომპანია AWARD ეძებს მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს კომპანიაში რკინასთან დაკავშირებულ ყველა საწარმოო და სამონტაჟო სამუშაოს — დაგეგმვიდან საბოლოო ჩაბარებამდე.
პოზიცია მოიცავს ნებისმიერი ტიპის რკინის ნაკეთობისა და კონსტრუქციის წარმოებისა და მონტაჟის მართვას, მათ შორის: ღობეების, ჭიშკრების, მოაჯირების, კიბეების, გადახურვების, ცხაურების, მზიდი კონსტრუქციებისა და სხვა საპროექტო თუ ინდივიდუალური ნაკეთობების.

პოზიციის დასახელება: რკინის ნაკეთობებისა და კონსტრუქციების წარმოებისა და მონტაჟის მენეჯერი
ორგანიზაცია: შპს ,,AWARD’’
მუდმივი სამუშაო ადგილი: ფონიჭალა (კომპანიის ბაზა) და თბილისის სამუშაო არეალი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (10:00 – 19:00)
ანაზღაურება: 3500 ლარი ხელზე + დანამატები
დამატებითი პირობა: კომპანია გადასცემს ავტომანქანას სამუშაო საჭიროებისთვის.

ძირითადი მოვალეობები:
  • წარმოებისა და ობიექტებზე მონტაჟის სრული პროცესის დაგეგმვა და ხელმძღვანელობა;
  • ხელოსნებისა და სამონტაჟო ბრიგადების მართვა, დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი;
  • ნახაზების შესწავლა, ადგილზე აზომვების ორგანიზება და საჭირო მასალების განსაზღვრა;
  • ჭრის, შედუღების, აწყობის, დამუშავების, შეღებვისა და მონტაჟის ხარისხის კონტროლი;
  • მასალების მომარაგებისა და მზა ნაკეთობების ტრანსპორტირების კოორდინაცია;
  • სამუშაოების ვადების, ხარჯებისა და უსაფრთხოების კონტროლი;
  • პროექტის მენეჯერებთან კოორდინაცია და შესრულებული სამუშაოების ჩაბარება.

აუცილებელი მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • რკინის ნაკეთობებისა და კონსტრუქციების წარმოებისა და მონტაჟის პრაქტიკული ცოდნა;
  • ტექნიკური ნახაზების წაკითხვის უნარი;
  • გუნდის მართვისა და სამუშაოების დამოუკიდებლად ორგანიზების უნარი.

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@award.ge
რეზიუმეს გამოგზავნისას, გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „რკინის წარმოებისა და მონტაჟის მენეჯერი” ,დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 28/11/2026.

გისურვებთ წარმატებას!




სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე