ვაკანსიის დეტალები

საბროკერო / საოპერაციო წარმომადგენელი

MSZ GEORGIA
ფოთი
ბოლო ვადა: 10.11.2026

MSZ GEORGIA აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე საბროკერო / საოპერაციო წარმომადგენელი — ფოთი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

კომპანია „ MSZ GEORGIA” აცხადებს ვაკანსიას საბროკერო / საოპერაციო წარმომადგენელი -ს პოზიციაზე .
სამუშაოს ადგილმდებარეობა/ლოკაცია: ფოთი
სამუშაო ფორმატი: თავისუფალი გრაფიკი (დისტანციური / ადგილზე გადაადგილებით)
სექტორი: საერთაშორისო ლოგისტიკა და გადაზიდვები
ანაზღაურება: გამომუშავებით (შესრულებული დეკლარაციების მიხედვით)
გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
დასაქმების ფორმა: მომსახურების ხელშეკრულება

ინფორმაცია კომპანიის შსახებ: შპს ‘’MSZ GEORGIA’’ საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე უკვე 15 წელია აქტიურად მოღვაწეობს და გთავაზობთ სერვისებისა და მომსახურების ფართო სპექტრს:
  • საზღვაო გადაზიდვა
  • საჰაერო გადაზიდვა
  • სახმელეთო გადაზიდვა
  • შიდა სახმელეთო გადაზიდვა
  • საბროკერო მომსახურება
  • ბიზნეს-ტური ჩინეთში.

კომპანიის ვებ-გვერდი: www.msz.ge

ძირითადი მოვალეობები:
  • საჭიროებისამებრ ოპერატიული ვიზიტები და კომუნიკაცია: გეზში (GEZ), ფოთის პორტსა და საზღვაო ხაზების ოფისებში;
  • საბაჟო დეკლარაციების მომზადება/მართვა და საბროკერო პროცედურების უზრუნველყოფა;
  • ტვირთებთან დაკავშირებული საოპერაციო საკითხების ადგილზე ოპერატიულად მოგვარება.

მოთხოვნები:
  • საბროკერო საქმიანობისა და საბაჟო პროცედურების ცოდნა/გამოცდილება;
  • პირადი ავტომობილი (საწვავით უზრუნველყოფს კომპანია);
  • ფოთში მუდმივად ცხოვრება და ადგილზე სწრაფად გადაადგილების შესაძლებლობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ოპერატიულობა.
  • ეფექტური კომუნიკაციისა და კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა

პირობები:
  • თავისუფალი სამუშაო გრაფიკი — მუშაობთ საქმის/შეკვეთების შემოსვლის მიხედვით;
  • საწვავის სრული უზრუნველყოფა კომპანიის მხრიდან;
  • გამომუშავებაზე დაფუძნებული ანაზღაურება (მეტი შესრულებული დეკლარაცია = მეტი შემოსავალი).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: lela.oragvelidze@msz.ge ან დარეკეთ მითითებულ ნომერზე: +995 599 17 12 49



სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე