ვაკანსიის დეტალები

საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი

SMOTORS
თბილისი
ბოლო ვადა: 17.11.2026

SMOTORS აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

მდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის 1
სამუშაო გრაფიკი: სრული.

კომპანია "სმოტორს"- ი 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, იმპორტსა და რეალიზაციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/
"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!

პოზიციის დასახელება: საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი

სამუშაოს მოკლე აღწერა:
  • კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე, შესყიდვების/იმპორტის სრული ციკლის შეუფერხებლად დაგეგმვა / ორგანიზება.
  • მომწოდებლების საერთაშორისო ბაზრის კვლევა, შესასყიდი პროდუქციის ტექნიკური და ხარისხობრივი შესწავლა და ანალიზი; ფასების ანალიტიკა და ოპტიმიზაცია.
  • სასაწყობე ნაშთების მაჩვენებლების მიხედვით პროდუქციის შეკვეთების წინასწარი განსაზღვრა; პოტენციურ/არსებულ მომწოდებლებთან ხელშეკრულების პირობების, მოწოდების ვადებისა და გადახდის პირობების მუდმივი კონტროლი; პერიოდულად შეთანხმების/მოლაპარაკების პირობების განახლება;ფასების მინიმალიზაციის მიზნით.
  • მომწოდებლებისგან წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი;
  • პროდუქციის წარმოების ვადების კონტროლი შესყიდვის მოთხოვნიდან საწყობში მოწოდებამდე;
  • სატრანსპორტო კომპანიების ბაზის ფორმირება, მათი მომსაუხრების ვადებისა და ფასების მუდმივი კონოტროლი/ შედარება ოპტიმალური შემოთავაზებების მისაღწევად;
  • ტვირთის გადაზიდვისთვის საჭირო დოკუმენტების, დეკლარირებული ინფორმაციის სისწორის და თანმხლები დოკუმენტების სისრულის მუდმივი კონტროლი;
  • საბაჟო კონტროლისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება და პროცედურების კონტროლი;
  • იმპორტირებული პროდუქციის შიდა ტრანსპორტირების (საბაჟო გამშვები პუნქტიდან ცენტრალურ საწყობამდე) უზრუნველყოფა.
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება; ასევე შესყიდვების რეპორტის მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა, როგორც წერითი, ასევე სასაუბრო (სასურველია რუსული ენის ცოდნა)
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;

ჩვენ გთავაზობთ:
  • მზარდ კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
  • სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.
  • ანაზღაურება - ფიქსირებული

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე:
cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია „სმოტორს“-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე