ვაკანსიის დეტალები
საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი
საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია
საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია აცხადებს ვაკანსიას: საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი
საერთაშორისო ლოჯისტიკურ კომპანიაში ვეძებთ პასუხისმგებლიან, მოტივირებულ და გამოცდილ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო მომწოდებლებთან ეფექტურ თანამშრომლობას, იმპორტის პროცესების მართვასა და მარაგების ოპტიმალურ დაგეგმვას.
თქვენი ძირითადი მოვალეობები:
- საერთაშორისო მომწოდებლებთან ურთიერთობის წარმოება.
- პროდუქციის მიწოდების, საფასო პოლიტიკისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა.
- საბაჟო ბროკერებთან თანამშრომლობა იმპორტის ოპერაციების შეუფერხებელი მიმდინარეობისთვის.
- მოთხოვნის პროგნოზირება, უსაფრთხო მარაგის გაანგარიშება და საწყობის დროული შევსება.
- მომწოდებლების ეფექტურობის და შეკვეთის შესრულების ვადების მონიტორინგი.
- მონაცემების ზუსტი ასახვა სისტემებში.