ვაკანსიის დეტალები

საკონტაქტო ქსელის ელექტრომონტიორი

ბი თი ქეი აი რეილვეის
თეთრიწყარო
ბოლო ვადა: 29.11.2026

ბი თი ქეი აი რეილვეის აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე საკონტაქტო ქსელის ელექტრომონტიორი — თეთრიწყარო. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

შპს „ბი თი ქეი აი რეილვეისი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე საკონტაქტო ქსელის ელექტრომონტიორი

კომპანიის აღწერა:
შპს „ბი თი ქეი აი რეილვეისი“ - საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დაფუძნებული ერთობლივი საწარმო, რომელიც „ბაქო-თბილისი ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის“ მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის ინფრასტრუქტურის მართვას ახორციელებს.

სამუშაოს აღწერა:
  • საკონტაქტო ქსელის, დგარების, კონსოლების, ანკერული კვანძების, ჩამონაკიდისა და სხვა ელემენტების მონტაჟი, ტექნიკური მომსახურება და მიმდინარე/კაპიტალური შეკეთება
  • საკონტაქტო ქსელის გეგმური დათვალიერების, რევიზიისა და პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულება
  • დაზიანებების, გაუმართაობებისა და ავარიული სიტუაციების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა
  • საკონტაქტო ქსელის სიმაღლის, ზიგზაგის, დაჭიმულობისა და სხვა ტექნიკური პარამეტრების გაზომვა და რეგულირება
  • სადენების, იზოლატორების, დამჭერების, არმატურისა და სხვა ელემენტების შეცვლა და აღდგენა
  • სამუშაოების შესრულება სიმაღლეზე, შესაბამისი დამცავი საშუალებებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით
  • სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა და ელექტროუსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა
  • ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებების, ინსტრუმენტებისა და მოწყობილობების გამართული მდგომარეობის კონტროლი და სწორად გამოყენება
  • სამუშაოების შესრულება ტექნიკური ექსპლუატაციის, შრომის უსაფრთხოების, სახანძრო უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მოქმედი ნორმების შესაბამისად
  • ავარიულ-აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობა დღის და ღამის საათებში, საჭიროების შემთხვევაში
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სამსახურებრივი დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საკონტაქტო ქსელის მოწყობისა და მუშაობის პრინციპების ცოდნა
  • ტექნიკური ნახაზებისა და სქემების წაკითხვის უნარი
  • ელექტროუსაფრთხოების, ტექნიკური ექსპლუატაციისა და შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა
  • სიმაღლეზე მუშაობის გამოცდილება
  • გუნდური მუშაობისა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ავარიულ სიტუაციებში სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: t.logua@btki.ge
NOTE: აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე