ვაკანსიის დეტალები

სამედიცინო მიმართულების მენეჯერი/ადმინისტრატორი

Medical Solution Group
თბილისი
ბოლო ვადა: 11.11.2026

Medical Solution Group აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე სამედიცინო მიმართულების მენეჯერი/ადმინისტრატორი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

ჯანმრთელობის ტურიზმის სფეროში მოქმედი კომპანია Medical Solution Group აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო მიმართულების მენეჯერის/ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ვეძებთ სამედიცინო სფეროში გამოცდილ პროფესიონალს. უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს ექიმის, სამედიცინო მენეჯერის ან ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება და გამოცდილება სამედიცინო სფეროში;
  • სამედიცინო დაწესებულებაში მენეჯერულ ან ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ან თურქული ენის ცოდნა;
  • პაციენტებთან, ექიმებთან და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • ძლიერი კომუნიკაციური და საორგანიზაციო უნარები;
  • პრობლემების ეფექტურად გადაჭრისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო საათები: 10:00–18:00
  • სამუშაო დღეები: ორშაბათი–პარასკევი
  • შაბათი და კვირა — დასვენების დღეები
  • სამუშაო ადგილი: თბილისი

თუ ხართ სამედიცინო სფეროში გამოცდილი, კომუნიკაბელური და ორგანიზებული პროფესიონალი და დაინტერესებული ხართ ჯანმრთელობის ტურიზმის სფეროში მუშაობით, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მითითებულ საკონტაქტო საშუალებებზე.
msgcaregroup@gmail.com
+995 596009944



სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე