საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია „
ავიტაფარმა“ 23 წელია ახორციელებს სამკურნალო პრეპარატების მარკეტინგს მთელი საქართველოს მასშტაბით.
ამჟამად კომპანიაში ვაკანსია გვაქვს
სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე
ბათუმში. ჩვენ გპირდებით ჯანსაღ სამუშაო გარემოსა და პიროვნული და ფინანსური ზრდის შესაძლებლობას.
სამედიცინო წარმომადგენლის მოვალეობებია:- კლინიკებში გეგმური ვიზიტების განხორციელება და ექიმებისთვის პროდუქციის პრეზენტაცია;
- შესრულებული სამუშაოს ანალიზი და მოხსენება;
- 2 თვეში ერთხელ მივლინება თბილისში.
გვაქვს შემდეგი აუცილებელი მოთხოვნები:- სამედიცინო განათლება;
- საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა.
პიროვნული უნარები - წარმომადგენელი უნდა იყოს/შეეძლოს:- პრეზენტაბელური;
- პასუხისმგებლიანი და შედეგებზე ორიენტირებული;
- ორგანიზებული;
- შეეძლოს ანალიტიკური აზროვნება და გუნდური მუშაობა;
- შეეძლოს ეფექტური კომუნიკაცია;
- სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან შეგუება.
კომპანიის თანამშრომლებს ვთავაზობთ საწყის
1200-1400₾ და მზარდ ანაზღაურებას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@avita.ge
საგნის ველში ("subject") ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ მიუთითეთ, რომელ ობიექტზე აგზავნით განაცხადს მაგ: „სამედიცინო წარმომადგენელი ბათუმში“.