ვაკანსიის დეტალები

სამშენებლო კომპანიის იურისტი

Build Pro
გარდაბანი
ბოლო ვადა: 07.11.2026

Build Pro აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე სამშენებლო კომპანიის იურისტი — გარდაბანი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

სამშენებლო კომპანია Build Pro ეძებს პასუხისმგებლიან და კვალიფიციურ იურისტს კომპანიის გუნდში სამუშაოდ.

სამუშაო მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
  • კომპანიის სამართლებრივი პროცესების მართვა და კონტროლი.
  • ხელშეკრულებების მომზადება, განხილვა და საჭიროების შემთხვევაში შესწორება.
  • სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება და კონტროლი.
  • მუნიციპალიტეტებთან, სახელმწიფო უწყებებთან და სხვა ოფიციალურ ორგანიზაციებთან დაკავშირებული საკითხების წარმოება და მონიტორინგი.
  • კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების მოგვარებაში მონაწილეობა.
  • კომპანიის უფლებებისა და სამართლებრივი ინტერესების დაცვა და საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა.
  • კომპანიის საქმიანობის საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბაკალავრის დიპლომი
  • საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა
  • ხელშეკრულებების მომზადებისა და სამართლებრივი დოკუმენტების განხილვის გამოცდილება.
  • რუსული ენების კარგად ცოდნა სავალდებულოა.
  • კარგი კომუნიკაციისა და ორგანიზაციული უნარები.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ყურადღებიანობა და გუნდური მუშაობის უნარი.

განაცხადის წარდგენა:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ,დაგვიკავშირდეთ : mystafayev01@gmail.com


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე