მედეგი სთილ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე
სამშენებლო მასალების გაყიდვების მენეჯერი — თბილისი.
გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.
კომპანია „მედეგი სთილ“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო მასალების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
მისამართი: ქვემო ფონიჭალა, ზოოვეტის დასახლება
თუ გაქვთ სამშენებლო მასალების გაყიდვების გამოცდილება, კარგად ფლობთ მოლაპარაკებების წარმოების უნარს და ორიენტირებული ხართ შედეგზე, გიწვევთ ჩვენს გუნდში.
ძირითადი მოვალეობები:
ბაზრის მუდმივი მონიტორინგი, პოტენციური კლიენტების (სამშენებლო ობიექტები, დეველოპერული კომპანიები და საცალო/საბითუმო სავაჭრო წერტილები) მოძიება და ბაზრის გაფართოება;
არსებულ კლიენტებთან ეფექტური თანამშრომლობის შენარჩუნება, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქცის შეთავაზება;
კლიენტებთან საქმიანი შეხვედრების ორგანიზება, კომპანიის პროდუქციის პრეზენტაცია და მოლაპარაკებების წარმოება;
პროდუქციის წარდგენა, კონსულტაციის გაწევა და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება;
კომერციული შეთავაზებების მომზადება, შეკვეთების გაფორმება და მიწოდების პროცესის კოორდინაცია;
საჭიროების შემთხვევაში საქართველოს რეგიონებში მივლინება ახალი კლიენტების მოძიებისა და გაყიდვების განვითარების მიზნით;
შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სამშენებლო მასალების გაყიდვების სფეროს მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
სამშენებლო მასალების სპეციფიკისა და პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
გაყიდვებისა და მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;
ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარები;
MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა.
უპირატესობად ჩაითვლება:
ინგლისური და/ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
სამშენებლო სექტორში არსებული კონტაქტებისა და პარტნიორთა ბაზის ქონა.
პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
სტაბილური და მეგობრულ სამუშაო გარემო.
თუ მზად ხართ გახდეთ „მედეგი სთილის“ გუნდის წევრი, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: temodgebuadze8@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სამშენებლო მასალების გაყიდვების მენეჯერი.