ვაკანსიის დეტალები

სამშენებლო პროექტების მენეჯერი

ელემენტ კონსტრაქშენი
ქუთაისი თბილისი
ბოლო ვადა: 25.11.2026

ელემენტ კონსტრაქშენი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე სამშენებლო პროექტების მენეჯერი — ქუთაისი, თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ 2007 წელს დაარსდა. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი.
„ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი გუნდი 450-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.ec.ge

„ელემენტ კონსტრაქშენი“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქუთაისი

ძირითადი მოვალეობები:
  • პროექტის პროცესების ზედამხედველობა ( მასალის შესაბამისობა, პროექტთან თანხვედრა და სხვადასხვა სახის აქტების მომზადება);
  • მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან;
  • პროექტის ბიუჯეტის, დროის დაგეგმვა და მართვა;
  • პროექტის ხარისხის უზრუნველყოფა;
  • პროექტის ფინანასური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების დაგეგმვა, კონტროლი და მართვა;
  • სამშენებლო რისკების შეფასება და პრევენცია;
  • სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვის და შესრულების კონტროლი;
  • საპროექტო დოკუმენტაციების (არქიტექტურა, კონსტრუქცია, საინჟინრო) მოცულობების გადამოწმება;
  • საპროექტო დოკუმენტაციების (არქიტექტურა, კონსტრუქცია, საინჟინრო) მართვა, მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების განხორციელება;
  • ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობა;
  • პროექტის ფარგლებში მიმდინარე ყოველდღიური რეპორტის მომზადება;
  • რეგულარული შეხვედრების დაორგანიზება და დაქვემდებარებული პერსონალის მართვა (საჭიროების შემთხვევაში, პროექტისთვის საჭირო კადრის მოძიება);
  • პროექტის შრომის უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფა;
  • პროექტის გუნდის ხელმძღვანელობა და მათი მოტივირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება;
  • პროგრამების ცოდნა (MS Office, MS Projec, Archicad, Autocad);
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

უნარ-ჩვევები:
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კრეატიულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო განაკვეთი - სრული;
  • ანაზღაურების განსაზღვრა მოხდება მხარეების შეთანხმებით, დასაქმებულის კვალიფიკაციის შესაბამისად;

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • საწვავი;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2026 წლის 27 ნოემბრამდე;

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ელემენტ კონსტრაქშენმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ელემენტ კონსტრაქშენის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე