ბრიტანია დეველოპმენტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე
სამშენებლო პროექტის მენეჯერი — თბილისი.
გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.
სამშენებლო კომპანია შპს „ბრიტანია დეველოპმენტი“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია გთავაზობთ მუდმივ სამსახურს. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 9:00-18:00სთ კომპანია ოპერირებს თბილისში. შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება შეთანხმებით, დასაქმებულის გამოცდილების, კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების გათვალისწინიებით. ხელფასი გაიცემა თვეში ერთელ განსაზღვრულ დღეს.
ძირითადი მოვალეობები:
კომპანიის პროექტების დაგეგმარების, განხორციელებისა და დასრულების (მიღება-ჩაბარების) პროცესის წარმართვა;
თითოეული პროექტის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოების სრული, დეტალური გეგმა-გრფიკის შემუშავება;
ხარჯთაღრიცხის და სრული, დეტალური გეგა-გრფიკის მიხედვით პროექტის ბიუჯეტის შემუშავება/კონტროლი;
ობიექტის მენეჯერისთვის პროექტის განხორციელების გეგმის, მეთოდოლოგიისა და პროცედურების შემუშავება, შეთანხმება და დანერგვა;
შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა, მიღება-ჩაბარების (ფორმა 2) მომზადების უზრუნველყოფა და დამკვეთთან შეთანხმება;
პროექტის რისკების, რეპორტინგის და პრობლემების მართვა;
ქვეკონტრაქტორების და მომწოდებლების შერჩევის ორგანიზება მართვა;
პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ნებართვების უზრუნველყოფა;
პროექტის საჭიროებისამებრ ურთიერთობა სახელმწიფო და სხვა შესაბამის ორგანოებთან, დამკვეთის წარმომადგენლებთან;
პროექტის ფარგლებში სამშენებლო მასალების მოთხოვნა/მომარაგების პროცესის მართვა-კონტროლი და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამოსობის კონტროლი;
სამშენებლო მასალების გახარჯვის აღრიცხვა-კონტროლი და მარაგების მართვა;
პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დასახელებებისა და მოცულობების, არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის/თანხვედრის კონტროლი;
შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში არსებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის დასაბუთებული ინიცირება და კომუნიკაცია დამკვეთთან;
პროექტის მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტწარმოება;
აუცილებელი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკის ან სამშენებლო ინჟინერიაში / არქიტექტურის სფეროში.
მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე.
მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.
საპროექტო ნახაზების წაკითხვის და ანალიზის უნარი.
სამუშაო მოცულობების (BOQ) დათვლის გამოცდილება.
MS Project-ის ცოდნა.
Excel-ის კარგი ცოდნა.
ინგლისური ენის ცოდნა როგორც საკომუნიკაციო ისე დოკუმენტწარმოებითვის (წერილები, რეპორტები, მიმოწერა ელ.ფოსტის საშუალებით და ა.შ.)
„ფიდიკ“-ის ხელშეკრულების ძირითადი პრინციპების ცოდნა
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
პროექტის დაგეგმარების, ორგანიზების და მართვის უნარი;
დროის ეფექტური მართვის უნარი;
ლოგიკური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
სტრესის მართვის უნარი;
რამდენიმე პროექტის ერთდროულად და ეფექტურად წარმართვის უნარი;
მართვის მოწმობა B კატეგორია
დაინტერესებული კანდიდატებს ვთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განაცხადი (ნებისმიერი ფორმით, სახელის, გვარის, ტელეფონის ნომერის და გამოცდილების მითითებით) შემდეგი ელ. ფოსის მისამართზე: hr@britania.ge