ვაკანსიის დეტალები

სამშენებლო პროექტის მენეჯერი

სამშენებლო კომპანია ემ სი
თბილისი
ბოლო ვადა: 25.11.2026

სამშენებლო კომპანია ემ სი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე სამშენებლო პროექტის მენეჯერი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია ,,ემ სი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული. ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

ძირითადი მოვალეობები:
  • მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო პროექტების სრული პროცესის ზედამხედველობა; სამშენებლო საქმიანობის მიმდინარეობის და შესრულების რეგულარული კონტროლი; კომუნიკაცია პროექტის დაგეგმარებაში ჩართულ პირებთან; სამშენებლო ნახაზების ანალიზი და მშენებლობის დაგეგმარება; სამშენებლო პროექტის ფინანსური კონტროლი; სამშენებლო პროცესების შესრულების ზედამხედველობა და კონტროლი;
  • ბიუჯეტის, ვადების, სტანდარტის და ხარისხი კონტროლი;
  • საპროექტო გეგმების შემუშავება და საჭიროების შემთხვევაში მათში ცვლილების შეტანა; პერიოდულად სამშენებლო ობიექტის ვიზიტი, დათვალიერება და შემოწმება;
  • ხელმძღვანელობასთან პროექტის მიმდინარეობის შედეგების შესახებ ანგარიშის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (მშენებელ-ინჟინრის სფეროსთან განხრით/ან ბიზნეს ადმინისტრირება);
  • პროექტის მენეჯრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების კითხვის უნარი;
  • სამშენებლო სამართლებრივის ნორმების და უსაფრთხოების სტანდარტების საფუძვლიანი ცოდნა;
  • სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის ცოდნა;
  • პროგრამების ცოდნა (MS Office, Archicad, Autocad).

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy.info.mc@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სამშენებლო პროექტის მენეჯერი


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე