ვაკანსიის დეტალები

სატელეფონო ოპერატორი

Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace
თბილისი
ბოლო ვადა: 24.11.2026

Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე სატელეფონო ოპერატორი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო ოპერატორის პოზიციაზე.

სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი" - ამიერკავკასიაში პირველი 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო სასტუმრო, რომელიც ბაზარზე 1991 წლიდან ფუნქციონირებს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიის მერიოტ ინთერნეიშენალის წევრია.
მარიოტ ინტერნეშენალი, როგორც მსოფლიოს წამყვანი კომპანია სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს თანამშრომლებს და ხელს უწყობს მათ პროფესიულ ზრდასა და წარმატებულ კარიერას.

ძირითადი მოვალეობები:
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება
  • სასტუმროს ნომრებიდან შეკვეთების მიღება
  • კომუნიკაცია და პრეტენზიების რეგისტრირება/ჩაწერა/ჩანიშვნა
  • საჭიროებისამებრ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა მოვალეობის შესრულება

უნარ-ჩვევები და მოთხოვნები:
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • საოფისე, კომპიუტერული და სასტუმროს ოპერაციული პროგრამის (Opera) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: Hr.tbilisi@sheraton.com
გთხოვთ წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ სასურველი პოზიციის სახელწოდება
აპლიკაციები მიღების ბოლო ვადა: 23 ნოემბერი


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე