ვაკანსიის დეტალები

საუზმის მზარეული

Reed Hotel Tbilisi
თბილისი
ბოლო ვადა: 20.11.2026

Reed Hotel Tbilisi აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე საუზმის მზარეული — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

Reed Hotel Tbilisi — ორთაჭალაში მდებარე 23-ნომრიანი ბუტიკ-ტიპის სასტუმრო ეძებს პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და მოტივირებულ ადამიანს საუზმის მზარეულის პოზიციაზე!
თუ გიყვართ გემრიელი კერძების მომზადება, ესთეტიკურად გაფორმება და სტუმრებისთვის სასიამოვნო დილის შექმნა, შემოგვიერთდით ჩვენს გუნდში!

სამუშაო პირობები
სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი ნიკოლაძის ქ. 15 https://g.co/kgs/YaR4pv
სამუშაო გრაფიკი: 5/2, 07:00–16:00
ანაზღაურება: 1400 ლარი
კვებით უზრუნველყოფა
უნიფორმით უზრუნველყოფა
დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები
  • ტექნოლოგიური ბარათებისა და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად კერძების მომზადება;
  • ნედლეულისა და პროდუქტების პირველადი დამუშავება;
  • კერძებისა და პროდუქტების ხარისხის კონტროლი;
  • კერძებისა და საუზმის მაგიდის მიმზიდველი და მოწესრიგებული წარდგენა ;
  • მიღებული პროდუქტების დახარისხება და სწორად შენახვა;
  • სამზარეულოში არსებული პროდუქტებისა და მარაგების ეფექტიანად გამოყენება;
  • სამუშაო სივრცის, დანადგარებისა და ინვენტარის სუფთად და მოწესრიგებულად შენარჩუნება;
  • სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

საჭირო უნარები
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია, თუმცა არა სავალდებულო;
  • სამზარეულოს მუშაობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • კულინარიის მიმართულებით პროფესიული განათლება ჩაითვლება უპირატესობად ;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე : hr@reedtbilisi.com
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება საუზმის მზარეული
ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 555 549 152



სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე