ვაკანსიის დეტალები

საუნივერსიტეტო მრჩეველი

განათლების ცენტრი LEAF
თბილისი
ბოლო ვადა: 24.11.2026

განათლების ცენტრი LEAF აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე საუნივერსიტეტო მრჩეველი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

შპს განათლების მართვის ჯგუფი - განათლების ცენტრი LEAF აცხადებს ვაკანსიას საუნივერსიტეტო მრჩევლის (College Counselor) პოზიციაზე.

სამუშაო დროის ხანგრძლივობა: სრული განაკვეთი

შერჩეული კანდიდატის ფუნქცია/მოვალეობები:
  • უნივერსიტეტებისა და სასწავლო პროგრამების მოძიების მიზნით სამაგიდო კვლევის (Desk Research) ჩატარება;
  • უნივერსიტეტისა და პროგრამების მისაღები პროცედურების შესახებ ინფორმაციის მოგროვება;
  • ცენტრის მოსწავლეების უნივერსიტეტის სააპლიკაციო ფორმის შევსებაში დახმარება;
  • ესებისა და CV-ის მომზადებაში დახმარება.
  • უნივერსიტეტის მიმღებ კომისიასთან ინტერვიუსთვის მომზადება;
  • უცხოელ სტუდენტებისთვის ქართულ უნივერსიტეტებში განაცხადის გაკეთებაში დახმარება;
  • უცხოელ სტუდენტებისთვის უნივერსიტეტთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისიხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან ურთიერთობაში დახმარება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (საზღვარგარეთ მიღებული უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად);
  • ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა;
  • საერთაშორისო და ქართული საგანმანათლებლო სისტემების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
  • კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე (Microsoft Office, Power Point, Excel, Google Meet, Zoom, Google Docs) გამოყენება;

პიროვნული თვისებები:
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობა;
  • პუნქტუალურობა;
  • შემოქმედებითობა;
  • დროის მართვა;
  • სამუშაოს დაგეგმვა და განხორციელება;
  • შედეგიანი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია.

შერჩევის პროცესი:
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@leaf.ge განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 26.11.2026

გისურვებთ წარმატებას!



სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე