ვაკანსიის დეტალები

საქმისწარმოების სპეციალისტი კლიენტთა მომსახურების სფეროში

Еuropean village
ბათუმი
ბოლო ვადა: 13.11.2026

Еuropean village აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე საქმისწარმოების სპეციალისტი კლიენტთა მომსახურების სფეროში — ბათუმი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

European Village აცხადებს ვაკანსიას: საქმისწარმოების სპეციალისტი კლიენტთა მომსახურების სფეროში/დოკუმენტბრუნვის სპეციალისტი

ვაკანსია ითვალისწინებს ბათუმში გადასვლას და რელოკაციის პაკეტს!
სამუშაო პირობები
განაკვეთი: სრული განაკვეთი, ოფიციალური დასაქმება

სამუშაო გრაფიკი: 5/2, 10:30-დან 19:30 საათამდე
სამუშაო ადგილი: ოფისი (ქ. ბათუმი)
ანაზღაურება: 2 000 GEL-დან

ძირითადი მოვალეობები
  • ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და თანმხლები დოკუმენტაციის მომზადება
  • რეესტრების, კლიენტთა ბაზების, CRM სისტემისა და შიდა რეპორტინგის წარმოება
  • კლიენტების თანხლება გარიგებების გაფორმებისას (ბანკებთან, ნოტარიუსებთან და საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან/იუსტიციის სახლთან ურთიერთობა)
  • ბუღალტერიასა და შიდა სტრუქტურულ ერთეულებთან ოპერატიული თანამშრომლობა

მოთხოვნები კანდიდატის მიმართ
  • დოკუმენტბრუნვასთან, ხელშეკრულებებთან და კლიენტთა მომსახურებასთან მუშაობის გამოცდილება
  • ენების ცოდნა: რუსული და ქართული ენების სრულყოფილი ცოდნა (სავალდებულოა). ინგლისური ენის ცოდნა (B1–B2 დონე) ჩაითვლება უპირატესობად
  • დეტალებისადმი ყურადღება, ორგანიზებულობა და სისტემური მიდგომა

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: m.lolua@europeanvillage.info
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577243567


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე