ვაკანსიის დეტალები

საცალო ქსელის გაყიდვების ხელმძღვანელი

SMOTORS
თბილისი
ბოლო ვადა: 27.11.2026

SMOTORS აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე საცალო ქსელის გაყიდვების ხელმძღვანელი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

კომპანიის შესახებ:
კომპანია "სმოტორს"- ი 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, იმპორტსა და რეალიზაციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/
"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!

კომპანია "სმოტორს"- ი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საცალო ქსელის გაყიდვების ხელმძღვანელი

სამუშაო მდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის #1 (ვარკეთილი)
სამუშაო გრაფიკი: სრული.

სამუშაოს მოკლე აღწერა:
  • კომპანიის ავტონაწილების მაღაზიების ქსელის მართვა, გაყიდვების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და ახალი ბაზრების ათვისების პერსპექტივების დასახვა.
  • გაყიდვების წლიური და კვარტალური გეგმების (KPI-ების) შედგენა, მართვა და კომპანიის ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; პორტფელის მუდმივ ზრდაზე ორიენტირება.
  • ავტონაწილების ბაზრის პოტენციალის შესწავლა, პროდუქციის გაყიდვების ანალიზი, კონკურენტული გარემოს მონიტორინგი და საფასო პოლიტიკის ოპტიმიზაცია.
  • საცალო მომხმარებლისთვის მიმზიდველი შეთავაზებების/კამპანიების ინიცირება (მარკეტინგთან ერთად) და მათი კომერციული ეფექტიანობის გაზრდა.
  • საცალო ქსელში მომსახურების პროცესის/სერვისების მუდმივი გაუმჯობესება, ახალი იდეების გენერირება და მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალი დონის შენარჩუნება.
  • მომხმარებელთა მხრიდან წამოსული კომპლექსური მოთხოვნების/პრობლემების იდენტიფიცირება, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან (შესყიდვები, ლოგისტიკა, საწყობი) კოორდინაცია და მათი დროული, სისტემური მოგვარების მონიტორინგი.
  • მაღაზიების ქსელის თანამშრომლების (მენეჯერები, კონსულტანტები) შერჩევის, ადაპტაციისა და მუდმივი მომზადება/მოტივირების პროცესის ხელმძღვანელობა; ძლიერი და შედეგზე ორიენტირებული გუნდის ჩამოყალიბება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მარკეტინგის მიმართულებით
  • სავალდებულოა მინიმუმ 3 წლის სამუშაო გამოცდილება საცალო გაყიდვების ქსელის მართვის ან ხელმძღვანელ პოზიციაზე (ავტონაწილების, ტექნიკური ან მსგავსი პროდუქციის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად).
  • გაყიდვების გუნდის მართვის, მოტივირებისა და განვითარების გამოცდილება.
  • ბიზნეს მაჩვენებლების (KPI-ების, ბიუჯეტირების, ფინანსური რეპორტების ანალიზის უნარი.
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
  • ძლიერი ლიდერული და გუნდის მართვის უნარები.
  • სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება.
  • ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და კონფლიქტების მართვის უნარი.
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • კონკურენტუნარიანი სახელფასო რეინჯს + ბონუსები.
  • მზრდად კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
  • სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია „ეს მოტორს“-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე