ვაკანსიის დეტალები

საწარმოს თანამშრომელი

მეფუტკრე
თბილისი
ბოლო ვადა: 10.12.2026

მეფუტკრე აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე საწარმოს თანამშრომელი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

შპს „მეფუტკრე“ აცხადებს ვაკანსიას თაფლის საწარმოს თანამშრომლის პოზიციაზე.

ვეძებთ ენერგიულ, ფიზიკურად აქტიურ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს, რომელიც დაინტერესებულია სტაბილური და გრძელვადიანი სამუშაოთი.

ძირითადი მოვალეობები:
  • რეზერვუარებში თაფლის ჩამოსხმა;
  • ქილების რეცხვა და სამუშაო პროცესისთვის მომზადება;
  • ჩამოსასხმელი აპარატით პროდუქციის ჩამოსხმა და შეფუთვა;
  • პროდუქციის ეტიკეტირება;
  • მზა პროდუქციის დასაწყობება;
  • საწარმოში სხვადასხვა მიმდინარე და დამხმარე სამუშაოს შესრულება.
  • სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, პერიოდულად საჭიროა 20–30 კგ-მდე წონის აწევა.

სამუშაო გრაფიკი:
  • სამუშაო საათები — 08:00–17:00;
  • შესვენება — 1 საათი;
  • შაბათი და კვირა — დასვენება.

ანაზღაურება:
  • ნოემბრიდან, სრულ განაკვეთზე გადასვლის შემდეგ — 1 700 ლარი.

მოთხოვნები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ენერგიულობა და ფიზიკური აქტივობისთვის მზადყოფნა;
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • გრძელვადიანი თანამშრომლობის სურვილი.
  • სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის — სამუშაო პროცესებს ადგილზე შეგასწავლით.

სამუშაო ადგილი:
თბილისი, საბურთალო — მეტრო „სამედიცინო უნივერსიტეტის“ მიმდებარე ტერიტორია.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე ელფოსტაზე: hr@meputkre.com
ელფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება — „საწარმოს თანამშრომელი“.



სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე