ვაკანსიის დეტალები

საწყობის თანამშრომელი

ატელიე აუთლეტი
თბილისი
ბოლო ვადა: 07.11.2026

ატელიე აუთლეტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე საწყობის თანამშრომელი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

ATELIER OUTLET / ატელიე აუთლეტი - მულტიბრენდული სივრცეა, რომელიც 2018 წლიდან საქართველოს ბაზარზე მსოფლიოს წამყვან მოდის ბრენდებს წარმოადგენს.
კომპანიის მთავარი იდეაა, მომხმარებელს ერთ სივრცეში შესთავაზოს ხარისხიანი და თანამედროვე ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები განსაკუთრებული აუთლეტ-ფასებით. ATELIER OUTLET-ის ასორტიმენტი აერთიანებს 250-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს და მოიცავს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის მრავალფეროვან კოლექციებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

ლოკაცია: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის #54 გრაფიკი: 10:00-18:00 ან/და 11:00-19:00 (დასვენება 2 დღე) კონკურენტული ანაზღაურება

ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე
  • დაბადების დღეზე ვაუჩერი კომპანიისგან
  • FITPASS
  • კარიერული წინსვლა

აუცილებელი მოთხოვნა:
  • უცხო ენა სასაუბრო დონეზე;
  • მსგავს პოზიციაზე მინ. 1 წლიანი გამოცდილება;

მოვალეობები:
  • პროდუქციის დარბაზში გასატანად მომზადება და გატანა („თაგის“ დამაგრება, საკიდზე განთავსება და დაუთოვება)
  • კოლექციის კატეგორიებად დახარისხება და დარბაზში გასატანად მომზადება
  • საწყობიდან დარბაზში პროდუქციის დამატება, სექციის, კატეგორიის, ბრენდების და ზომების მიხედვით განლაგება.
  • საწყობში განთავსებული ინვენტარის (საკიდები, მარკეტინგული მასალა, რეილები, კედლის საკიდები და თაროები) მოწესრიგება და დახარისხება

თუ გსურთ შემოუერთდეთ ტანსაცმლის სფეროს და გახდეთ წამყვანი აუთლეტ მაღაზიის თანამშრომელი, გაგვიზიარეთ CV – vacancy@atelieroutlet.ge subject - მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე