ვაკანსიის დეტალები

საწყობის თანამშრომელი

შარმ ტრეიდინგი
თბილისი
ბოლო ვადა: 27.11.2026

შარმ ტრეიდინგი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე საწყობის თანამშრომელი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით ,,Schwarzkopf, Henkel, Unilever, Carlsberg, Selpak, Algida და სხვა.''

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას, საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, რაფაელ აგლაძის ქუჩა N32
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, მაისი-სექტემბერი: 14:00-23:00; სექტემბერი-მაისი: 08:00-17:00
ანაზღაურება: ანაზღაურებადი სტაჟირება, სტაჟირების შემდეგ 1350 ლარი

ფუნქიცა-მოვალეობები:
  • პროდუქციის მიღება და დასაწყობება შესაბამისი სტანდარტების მიხედვით სამაცივრე სივრცეში;
  • პროდუქციის სამაცივრე საწყობიდან გაცემა შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე;
  • სამაცივრე საწყობის პერიოდულ აღწერებში მონაწილეობის მიღება;
  • დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების წარმოება.

დამატებითი უნარები:
  • ორგანიზებული;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • კვებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე vacancy@sharmtrading.ge: გთხოვთ, სათაურის ველში მიუუთიტეთ პოზიციის დასახელება: “საწყობის თანამშორმელი“ ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 598 094 642

კომპანია „შარმ ტრეიდინგი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს „შარმ ტრეიდინგისთვის“ ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია „შარმ ტრეიდინგისთვის“ გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა „შარმ ტრეიდინგში“ ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე