ვაკანსიის დეტალები

საწყობის თანამშრომელი

FLO Georgia
თბილისი
ბოლო ვადა: 27.11.2026

FLO Georgia აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე საწყობის თანამშრომელი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

„FLO Georgia“ წარმოადგენს „FLO Group“-ის შვილობილ კომპანიას. ჯგუფი ფლობს რამდენიმე საკუთარ ბრენდს, მათ შორის Kinetix, Lumberjack და Polaris, რომლებიც ძირითადად ყოველდღიური მოხმარებისა და სპორტული სტილის პროდუქციას მოიცავს.
საკუთარი ბრენდების გარდა, კომპანია თანამშრომლობს ისეთ გლობალურ ბრენდებთან, როგორიცაა Adidas, Nike, Puma, Reebok და სხვა.
„FLO Group“ აერთიანებს 650-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს მასშტაბით, ძირითადად თურქეთში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. საქართველოში FLO Group წარმოდგენილია FLO-სა და InStreet-ის მაღაზიების ქსელით.

FLO Georgia აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე

ლოკაცია: ისთ ფოინთი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო და 1 დასვენების დღე (დილის, შუადღის ან საღამოს ცვლა, მოქნილად)
ანაზღაურება: 1020 ლარი (NET) + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:
  • მაღაზიაში შემოსული პროდუქციის მიღება;
  • პროდუქციის განთავსება მაღაზიის საწყობში დადგენილი წესებისა და კატეგორიების შესაბამისად;
  • პროდუქციის მაღაზიის სავაჭრო სივრცეში განთავსება და საჭიროების შემთხვევაში თაროების შევსება;
  • საწყობში არსებული პროდუქციის მოწესრიგება და ორგანიზებულად განთავსება;
  • პროდუქციის გადაადგილებისა და მარაგების აღრიცხვის პროცესში მონაწილეობა;
  • პროდუქციის დაზიანების, დანაკლისის ან სხვა შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • საწყობის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
  • ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული, სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.

ბენეფიტები:
  • 30%-იანი თანამშრომლის ფასდაკლება “FLO Group”-ის მაღაზიებში;
  • ბონუსური სისტემა;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
  • მეგობრული, მხარდამჭერი და გუნდური სამუშაო გარემო.

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარები შეესაბამება აღნიშნულ პოზიციას, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: Mariam.Midelashvili@flo.com.tr
ელფოსტის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ იმ მოლის დასახელება, რომელ ვაკანსიაზეც აგზავნით განაცხადს (მაგ.: „საწყობის თანამშრომელი – ისთ ფოინთი“).



სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე