საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია
შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების ( ოლეინა, ლინდტი, მაკფა, ჰაგისი, ბიუბჰენი, ნუტრილონი და სხვა ) დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს
ქ.ქუთაისში ვაკანსიას საწყობის მენეჯერის თანაშემწის თანამდებობაზეკომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:- ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსი
- სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
- fi tpass
- დაზღვევა
მოთხოვნები:- უმაღლესი განათლება
- სასურველია შესაბამის და მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები:- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- პუნქტუალურობა
- გუნდურობა
დეტალებზე ორიენტირებულობა ძირითადი მოვალეობები:- უზრუნველყოს საწყობის თანამშრომელთა ყოველდღიური სამუშაო პროცესის კონტროლი და მათი საქმიანობის კოორდინაცია;
- აკონტროლოს საწყობის ტერიტორიაზე წესრიგისა და სისუფთავის დაცვა;
- აკონტროლოს საწყობში საქონლის მიღების, განთავსების, შენახვისა და გაცემის პროცესები;
- უზრუნველყოს საქონლის რაოდენობრივი და ვიზუალური მდგომარეობის კონტროლი;
- სისტემატურად აკონტროლოს საწყობში არსებული საქონლის ვარგისიანობის ვადები და ვადების მიხედვით საქონლის განლაგების სისწორე;
- აკონტროლოს საქონლის შენახვის პირობებისა და დადგენილი სასაწყობო სტანდარტების დაცვა;
- უზრუნველყოს საწყობში არსებული საქონლის ნაშთების კონტროლი და შეუსაბამობების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი პირების ინფორმირება;
- აკონტროლოს საწყობში საქონლის სწორად განლაგება და სასაწყობო სივრცის ეფექტიანი გამოყენება;
- უზრუნველყოს დაზიანებული, ვადაგასული ან სხვა მიზეზით რეალიზაციისთვის უვარგისი საქონლის იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება;
- შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებები, რომლებიც დაკავშირებულია მის საქმიანობასთან და კომპეტენციასთან;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mziuri.com.ge
შენიშვნა: სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია და ქალაქი.მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
2. მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
3. სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
4. ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
5. მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „მზიური-ს“ ადამიანური რესურსების სამსახური;
6. მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
7. ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
8. ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
- მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
- მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
- მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
- მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
- წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
- მონაცემთა გადატანის უფლება;
- ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
- თანხმობის გამოხმობის უფლება;
- გასაჩივრების უფლება’
9. შპს „მზიური“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."