ვაკანსიის დეტალები

საწყობის მენეჯერი

სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი
თბილისი
ბოლო ვადა: 28.11.2026

სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე საწყობის მენეჯერი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

შ.პ.ს. "სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი" ეძებს გუნდის ახალ წევრებს საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე;
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით;

მოვალეობები:
  • საწყობის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და მართვა;
  • პროდუქციის მიღების, განთავსების, შენახვისა და გაცემის პროცესების კონტროლი;
  • საწყობში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
  • შესაბამისი დოკუმენტაციის,მათ შორის შესყიდული პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტებისა და გასავლის ფაქტურის რეესტრის წარმოება;
  • პროდუქციის დანაკლისისა და ზედმეტობის პრევენცია;
  • საწყობის თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია;
  • მატერიალური ფასეულობებისა და სხვა ინვენტარის თანამშრომლებზე გაცემა მოთხოვნის შესაბამისად;
  • მატერიალურ -ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობა და მის სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნების უზრუნველყოფა;
  • დისტრიბუციის პროცესში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი.
  • ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა საჭიროებისამებრ;
  • ხელმძღვანელობისათვის ანგარიშის წარდგენა მოთხოვნისამებრ;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საწყობის მართვის პროცესების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel) სასურველია;
  • სასაწყობე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობისა და მართვის უნარი.

უნარ-ჩვევები:
  • შრომისმოყვარე;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ენერგიული;
  • პუნქტუალური;
  • დეტალებზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:
  • განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;
  • საბონუსე სისტემას;
  • საწვავით უზრუნველყოფას;
  • ულიმიტო სასაუბროს;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: oldkakheti@ktw.ge

შენიშვნა: წერილის სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება „საწყობის მენეჯერი’’.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, კომპანიის მხრიდან დამუშავებული და დაარქივებული იქნება კანონმდებლობის შესაბამისად.


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე