ვაკანსიის დეტალები

საწყობის მენეჯერი

HORIZONS GROUP
ბათუმი
ბოლო ვადა: 24.11.2026

HORIZONS GROUP აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე საწყობის მენეჯერი — ბათუმი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

სამშენებლო კომპანია "ჰორიზონს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: ბათუმი.
სამუშაო გრაფიკი: სრული.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციებზე არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • ორგანიზების უნარი, დეტალებზე ორიენტირებულობა, ოპერატიული მოქმედების უნარი.
  • პასუხისმგებლიანობა, ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა.
  • სამშენებლო მასალების ცოდნა
  • სასაწყობე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება

ძირითადი მოვალეობები:
  • საწყობში მასალების მიღება და შესაბამისი აღრიცხვა.
  • საწყობიდან მასალების გამოთხოვის აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნა.
  • საწყობში მასალების სისტემატიზაციის შემუშავება და შესაბამისი სააღრიცხვო სისტემის შექმნა.
  • საწყობში არსებულ მასალათა მდგომარეობის და დაცულობის ხარისხის შეფასება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება.
  • სასაწყობო მარაგის აღრიცხვისა და მონაცემთა ბაზის შექმნის პროცესის ზედამხედველობა და კონტროლი.
  • მისაღები/გასაცემი მასალების დასაწყობების ადგილისა და მასთან დაკავშირებული ოპერაციების დაგეგმვა/განხორციელების ზედამხედველობა და კონტროლი.
  • სასაწყობო მეურნეობის განვითარების მიზნით გეგმებისა და წინადადებების მომზადება, მათი ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა.
  • სასაწყობო მეურნეობის ანგარიშის მომზადება.
  • სხვა ვალდებულებების შესრულება სასაწყობე მეურნების ამოცანებიდან გამომდინარე.

თუ გსურთ გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის გუნდის წევრი და აკმაყოფილებთ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@horizonsbatumi.com, სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - საწყობის მენეჯერი.



სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე