ვაკანსიის დეტალები

საწყობის ოპერატორი

3 შაურმა
თბილისი
ბოლო ვადა: 14.11.2026

3 შაურმა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე საწყობის ოპერატორი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

საშაურმეების ქსელი “3 შაურმა” აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ თანამშრომელს!

ანაზღაურება: 1800-2000 ლარი

მოვალეობები:
  • პასუხისმგებელია პროდუქციის სწორად მიღებაზე.
  • ვალდებულია პროდუქცია მიიღოს/მიითვალოს ზედნადებების შესაბამისად.
  • ვალდებულია პროგრამული ანგარიშების სწორ წარმოებაზე.
  • ვალდებულია დროულად გაამზადოს შეკვეთილი პროდუქცია ფილიალებზე და მოახდინოს შესაბამისი პროგრამული ოპერაცია
  • გამზადებული პროდუქციის დატვირთვა ბორტზე
  • ასრულებს უშუალო უფროსის მიერ მიცემულ სხვადასხვა დავალებებს წინამდებარე სამუშაო აღწერილობაში მოცემული ვალდებულებების გათვალისწინებით.
  • მკაცრად დაიცვას შრომის უსაფრთხოების წესები და კანონით დადგენილი ნორმები.
  • ვალდებულია დაიცვას კომპანიაში არსებული ყველა ბრძანება/შიდა ინსტრუქცია, რომელიც ეხება მის საქმიანობას.

მოთხოვნები:
  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
  • შრომის პროცესის ორგანიზებისა და მართვის უნარი.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია fina პროგრამის ცოდნა;
  • Ms excel

ძირითადი ინფორმაცია:
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე 3shaurma@gmail.com და სათაურის ველში - “Subject” მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.

გისურვებთ წარმატებებს!


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე