ვაკანსიის დეტალები

საწყობის სპეციალისტი

ჯორჯიან ქარდი
თბილისი
ბოლო ვადა: 17.11.2026

ჯორჯიან ქარდი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე საწყობის სპეციალისტი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

საქართველოს ბანკის ჯგუფში შემავალი კომპანია „ჯორჯიან ქარდი“ ეძებს საწყობის სპეციალისტს.

ძირითადი მოვალეობები
  • სხვადასხვა ინვენტარის ( POS-ტერმინალების და მასთან დაკავშირებული აქსესუარების) მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება და გაცემა;
  • საწყობში არსებული მარაგების აღრიცხვა, ნაშთების კონტროლი და მონაცემების სასაწყობე პროგრამაში დროული ასახვა;
  • მოთხოვნის შესაბამისად POS-ტერმინალების და მასთან დაკავშირებული მოძიება და დაკომპლექტება;
  • საწყობში არსებული ინვენტარის პერიოდული ინვენტარიზაცია და ფაქტობრივ და პროგრამულ ნაშთებს შორის სხვაობების გამოვლენა;
  • ინვენტარის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით განთავსება და შენახვის წესების დაცვა;
  • ტექნიკური თანამშრომლებისთვის საჭირო ინვენტარის დროული გადაცემა და დაბრუნებული ინვენტარის მიღება-აღრიცხვა;
  • საწყობის ორგანიზებულობისა და მარაგების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის, ცოდნა;
  • სასურველია საწყობის მართვის, მარაგების აღრიცხვის ან ლოგისტიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • მონაცემების დამუშავებისა და შეუსაბამობების გამოვლენის უნარი;
  • დაკისრებული დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულების უნარი.

პიროვნული უნარები
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა, სიზუსტე და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

სამუშაო გრაფიკი: კვირაში არაუმეტეს 40 საათისა
ანაზღაურება: 1800( Gross)
ლოკაცია: თბილისი, ბელიაშვილის 53

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე gcjobs@gc.ge და სათაურში მიუთითეთ „საწყობის სპეციალისტი“

გისურვებთ წარმატებებს!


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე