ვაკანსიის დეტალები

სერვის მენეჯერი

Dro Fresh Bar
თბილისი
ბოლო ვადა: 27.11.2026

Dro Fresh Bar აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე სერვის მენეჯერი — თბილისი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

Dro Fresh Bar არის ჯანსაღი კვების კონცეფციის ბარი, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ დავნრეგოთ ჯანსაღი და ხარისხიანი კვება საქართველოში.

ვეძებთ სერვის მენეჯერს

განიხილებიან მხოლოდ გამოცდილების მქონე კადრები
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე,

ძირითადი მოვალეობები:
  • ფილიალში მომსახურების სტანდარტების დანერგვა და შესრულების მონიტორინგი და ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება;
  • მომხმარებელთან კომუნიკაციის, მომსახურების სისწრაფისა და შეკვეთების სწორად გაცემის კონტროლი;
  • თანამშრომლების მოწესრიგებულობისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი ;
  • HR-თან და ფილიალის მენეჯერებთან თანამშრომლობა კანდიდატების შერჩევის, შეფასების და გუნდის დაკომპლექტების პროცესში;
  • ახალი თანამშრომლების ადაპტაცია, მომსახურების სტანდარტებისა და მენიუს შესახებ ტრენინგების ჩატარება;
  • ორივე ცვლის გუნდთან რეგულაური უკუკავშირის შეხვედრების გამართვა და თანამშრომლების ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობა ;
  • მომხმარებლის შეფასებების ანალიზი, გამოვლენილი ხარვეზების იდენტიფიცირება და გაუმჯობესებაზე მუშაობა;
  • პრობლემური სიტუაციების ეფექტურად მართვა და მოგვარება;
  • გუნდის მოტივაციის ხელშეწყობა და გუნდური აქტივობების ორგანიზება;
  • ფილიალის მენეჯერებთან და შიფტ ლიდერებთან კოორდინაცია, ხარვეზების გამოსწორების კონტროლი;
  • ხელმძღვანელობისთვის ყოველკვირეული მოკლე ანგარიშის მომზადება.

რას ველოდებით კანდიდატისგან:
  • კვების ობიექტში სერვისის მიმართულებით გამოცდილება;
  • თანამშრომლების სწავლებისა და გუნდის მართვის უნარს;
  • მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციისა და კონფლიქტების მოგვარების უნარს;
  • ორგანიზებულობას, პასუხისმგებლობასა და დეტალების მიმართ ყურადღებას;
  • დატვირთულ გარემოში პრიორიტეტების განსაზღვრისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარს.
  • სწრაფი კვების ქსელში ან რამდენიმე ფილიალთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

გთავაზობთ:
  • ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • დანამიკურ სამუშაო გარემოს და საკუთარი ინიციატივებით მოქმედების შესაძლებლობას;
  • მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: drohealthy@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ: „სერვის მენეჯერი“.



სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე