ვაკანსიის დეტალები

სესხის მონიტორინგის ჯგუფის ოფიცერი

ექსპრეს კაპიტალი +
ბათუმი
ბოლო ვადა: 07.11.2026

ექსპრეს კაპიტალი + აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე სესხის მონიტორინგის ჯგუფის ოფიცერი — ბათუმი. გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.

შ.პ.ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია express capital + არის საფინანსო კომპანია , რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ორიენტირებულია მოკლევადიანი დაკრედიტების მომსახურებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე. შ.პ.ს express capital + უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი გუნდი. ის შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, რომლებიც სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს.
ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის.
express capital + გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას შემდეგ პოზიციებზე: სესხის მონიტორინგის ჯგუფის ოფიცერი
სამუშაო ადგილი: ბათუმი

პოზიციის მიზანი:
კომპანიის მსესხებლებთან ვიზიტი, შესაბამისი სატელეფონო აპლიკაციით სესხის მიმდინარე გადასახადის გადახდევინება, ბიზნესის მონიტორინგი. ასევე, პარალელურ რეჟიმში მიმდებარე ტერიტორიაზე პოტენციური მსესხებლებზე კომპანიის პროდუქტის წარდგენა ახალი მსესხებლების მოზიდვა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

ინკასაცია და სესხის მონიტორინგი:
  • კლიენტის ბიზნესის ადგილზე მონიტორინგი;
  • მიზნობრივი სესხების ხარჯვის ადგილზე გადამოწმება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.
  • მსესხებლების სესხის გადახდის ადგილზე მომსახურება;
  • ახალი მსესხებლების მოზიდვა (პრომოუშენი)
  • ფულადი სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების უსაფრთხო ტრანსპორტირება (ინკასაცია);
  • პრობლემური სესხების მონიტორინგი და კლიენტებთან კომუნიკაცია;

სამეურნეო მოვალეობების შესრულება:
  • ოფისის სამეურნეო და მატერიალურ-ტექნიკური საჭიროებების კონტროლი;
  • წვრილმანი სარემონტო/სამეურნეო სამუშაოების შესრულება (საჭიროების შემთხვევაში);
  • კომპანიის ინვენტარის აღრიცხვა და მოვლა-პატრონობა.

ანაზღაურება: 1000 ლარი ფიქსირებული
+ ბონუსი - პოსტერმინალის საშუალებით, თვის ბოლოს, თვის განმავლობაში შემოტანილი თანხის მოცულობის შესაბამისათ დაერიცხება ბონუსი. ასევე, ყოველ მოზიდულ ახალი მსესხებელზე დამატებითი ბონუსი .
+ ავტომანქანის იჯარა

სავალდებულო მოთხოვნები:
  • მართვის მოწმობა - B კატეგორია და შესაბამისი კატეგორიის ავტომობილის მართვის გამოცდილება
  • შესაძლებელია სამსახურის შეთავსება დისტრიბუციის, მიტანის სერვისებისა და მომსახურების განმახორციელბელ პირებთან პარალელურათ.

უნარები:
  • გუნდურობა
  • ორგანიზებულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • სამუშაოს ორგანიზება
  • სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

სამუშაო პირობები:
გრაფიკი: სრული პრშაბათი -პარასკევი 10:00სთ - 18:00სთ, შაბათი 10:000- 14:00სთ

ასევე შესაძლებელია გრაფიკის შეთანხმება 13:00 სთ-დან 18:30 საათამდე.

P.S. 20 ახალი მსესხებლის მოზიდვის, წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში შეთავაზებული იქნება საკრედიტო ოფიცრის თანამდებობა, შესაბამისი გაზრდილი ანაზღაურებით.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: express.capital.plus@gmail.com გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „მსესხებლების მონიტორინგის ჯგუფის ოფიცერი“ . სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!


სხვა ვაკანსიები

ჯობს.გე