Natali Group აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე
სპა ადმინისტრატორი — თბილისი.
გაეცანი პირობებს, მოთხოვნებს და განაცხადის ბოლო ვადას ჯობს.გე-ზე.
Natali Group-ის ახალი პრემიუმ სპა პროექტისთვის, VR NATALI SPA, ვეძებთ პროფესიონალ, კომუნიკაბელურ და სტუმარზე ორიენტირებულ Spa Administrator-ს, რომელიც უზრუნველყოფს სტუმრის მაღალი დონის გამოცდილებას ვიზიტის პირველივე ეტაპიდან.
ძირითადი პასუხისმგებლობები
სტუმრების პროფესიონალური მიღება და მომსახურება;
ზარების, შეტყობინებებისა და ჯავშნების მართვა;
თერაპევტებისა და სპეციალისტების სამუშაო გრაფიკების კოორდინაცია;
სტუმრის ვიზიტის სრული პროცესის ორგანიზება;
სპა მომსახურებებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
სტუმრის საჭიროებებზე მორგებული მომსახურებებისა და პროდუქციის შეთავაზება;
გადახდების მიღება და ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
სტუმრის უკუკავშირის მიღება და მომსახურების ხარისხის კონტროლი;
სპას საერთო სტანდარტის, მოწესრიგებულობისა და სტუმრის გამოცდილების დაცვა.
მოთხოვნები
მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
სპა, სასტუმრო ან პრემიუმ მომსახურების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
გამართული მეტყველება და მაღალი კომუნიკაციის კულტურა;
ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
ინგლისური ენის ცოდნა სასურველია.
ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: natali@natali.ge